ახალი ღილაკები, მუსიკა ზარის ნაცვლად, სიებისა და ცხრილების რედაქტირების შესაძლებლობა ჩათში

გამარჯობა! Კომუნიკაციისა და ერთობლივი მუშაობისთვის განკუთვნილი პლატფორმა აგრძელებს განვითარებას. ამ სტატიაში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციონალურ განახლებებს მოვუყარეთ თავი, რომელიც 2021 წლის ნოემდბრიდან 2022 წლის ანვრამდე განხორციელდა.

შეხვედრები

დააკლიკეთ ხმის ჩასართავად

დარჩით უხმო რეჟიმში შეხვედრებისას არასასურველი ფონური ხმაურის თავიდან ასაცილებლად და მოახდინეთ სწრაფი რეაგირება ზარებზე. ახლა უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ შორთქათი ხმის ჩასართავად დააჭირეთ Ctrl+Space ღილაკებს (Windows) ან Option+Space ღილაკებს (macOS), შემდეგ მოხსენით კვლავ უხმო რეჟიმში დასაბრუნებლად. ეს ფუნქცია ჩართულია შაბლონურად. თუ გსურთ გამორთოთ ის ეწვიეთ Teams Settings > Privacy და მოხსენით მონიშნული Keyboard shortcut ხმის ჩასართავად.

პერსონალიზებული ფონი ვებზე

პერსონალიზებული ფონი უკვე ხელმისაწვდომია ვებ-მომხმარებლებისთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფონის დაბინდვის ფუნქცია ან აირჩიოთ Microsoft-ის ფონებიდან ერთ-ერთი ვიდეო შეხვედრების ან ზარებისას, რაც თქვენ შეხვედრებს უფრო გაამხიარულებს. გაითვალისწინეთ, რომ ფონმა შესაძლოა არ დაფაროს სენსიტიური ინფორმაცია შეხვედრების მონაწილეებისგან.

Teams-ის მუსიკალური რეჟიმი

მაღალი ხარისხის მუსიკალური რეჟიმი Microsoft Teams-ის მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს ისეთი კონტენტის გაზიარებისას, როგორიცაა ცოცხალი მუსიკა, სიმღერები სხვა აპლიკაციებიდან ან სამედიცინო სიგნალები ექიმთან ვირტუალური ვიზიტის დროს. მაღალი ხარისხის მუსიკალური რეჟიმი საგრძნობლად აუბჯობესებს აუდიო ხარისხს Teams-ის ზარებისა და შეხვედების მსვლელობისას. Teams-ის ოპტიმიზირებული გამოცდილება ვრცელდება მიკროფონით დაფიქსირებულ სიგნალებსა და აუდიო ვერსიაზე აპლიკაციის ან დესკტოპის გაზიარებისას. გაიგეთ როგორ გამოყენოთ მაღალი ხარისხის აუცდიო Teams-ში.

საკუთარი ვიდეოს სარკისებური ეფექტი

თქვენ აღარ მოგიწევთ ვიდეოში შებრუნებული ტექსტის ყურება. წარმოიდგინეთ დაწყებითი სკოლის მასწავლებელი დაფით ხელში, ან ვირტუალური ფონი მასზე დატანილი ტექსტით. სანამ შეხვედრაზე მყოფი აუდიტორია ტექსტს სწორად ხედავს, თქვენთვის ის შებრუნებულია. სარკის ეფექტის გაუქმების ფუნქციით თქვენ შეძლებთ ტექსტის სწორად დანახვას. უბრალოდ გადადით თქვენს მოწყობილობის პარამეტრებში და გამორთეთ Mirror my video ფუნქცია.

იზოლირებული აუდიო არხის შესაძლებლობები

ახლა მაუწყებლებს შეუძლიათ შექმნან მაღალი ხარისხის, სუფთა აუდიო მიქსი ჩვენი ახალი იზოლირებული აუდიო არხის შესაძლებლობებით Microsoft Teams-ში. ვინაიდან მაუწყებლები იყენებენ Network Device Interface (NDI) ან hardware-out, მათ ექნებათ შესაძლებლობა დააფიქსირონ ცალკეული აუციო არხი, ცალკეულ ვიდეო არხთან ერთად ნებისმიერ Teams-ის შეხვედრაზე, რაც საშუალებას მისცემს აკონტროლონ ორივე არხის მხარე, რომელიც სტუდიაში შედის. ეს ფუნქცია ჩართულია შეხვედრების პარამეტრებში და ხელმისაწვდოომია სატესტო ვერსიაში.

კონტენტი კამერიდან

Teams-ში კონტენტი კამერიდან საშუალებას გაძლევთ გააზიაროთ კონტენტი ფიზიკური დაფებიდან და დოკუმენტებიდან მაღალი ხარისხით შეხვედრების დროს. შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ლეპტოპის კამერა, დამატებითი USB ვებ-კამერა ან დოკუმენტ-კამერა. ისევე როგორც შესაძლებლობები, რომლებიც ხელმისაწვდომია Microsoft Teams Rooms-ში, ინტელექტუალური ათვისების ტექნოლოგია აღმოაჩენს მოჭრის და გაამზადებს არქივს, რომელიც გააუმჯობესებს კონტენტს ვიდეო სტრიმში. შესაძლებელია აქტივის წინ მყოფი ადამიანების გამჭვირვალე რეჟიმში გადაყვანა, რათა ყველამ შეძლოს გარკვევით და სრულად აღიქვას კონტენტი. გაიგეთ მეტი.  

სიტყვების ღრუბელი Teams-ის გამოკითხვებისთვის

როდესაც მომხმარებლები აგროვებენ პასუხებს ღია ტექსტუალური გამოკითქვებისთვის Teams-ის შეხვედრაზე, სიტყვების ღრუბლის მონაცემთა ანალიტიკა ხელმისაწვდომი ხდება, სწრაფი ხედვის ოფციისთვის იმ ძირიტად ტექსტუალურ ფრაზებზე, რომლებსაც გაეცა პასუხები.

ხელის აწევის რიგი

დარწმუნდით, რომ თითეული ხმა მოვიდა თქვენამდე და არცერთი მონაწილე არ თვლის თავს შეუმჩნევლად ხელის აწევის რიგითობის გათვალისწინებით შეხვედრების დროს. უბრალოდ დააწკაპუნეთ მონაწილეთა პანელზე, რათა ხელის აწევათა თანმიმდევრობა იხილოთ. თქვენთვის ცხადი ხდება სიტყვის გადაცემის თანმიმდევრობა და არცერთი მონაწილე არ იგრძნობს დაჩაგრულად თავს.

Teams შეხვედრების ჩანაწერები 

Teams-ის შეხვედრების ჩანაწერები საშუალებას გაძლევთ გადახედოთ მასალას, შეამოწმოთ, რამე ხომ არ გამოგრჩათ და უზრუნველყოთ იმ მონაწილეთა დახმარება, რომლებიც ვერ მოახერხეს შეხვედრაზე დასწრება, მაგრამ არ უნდათ, რომ მოვლენებს ჩამორჩნენ. გასულ წელს ჩვენ Teams-ის ახალი შეხვედრების ჩანაწერების OneDrive და SharePoint-ზე შენახვაზე გადავედით მათი უკეთესი კონტროლისა და გაზიარების შესაძლებლობებისათვის. ასევე დავამატეთ რამდენიმე გაუმჯობესებული ფუნქცია, რომლებშიც შედის:

  • მრავალსიჩქარიანი ჩართვა– ახლა თქვენ უკვე შეგიძლიათ უყუროთ ჩანაწერებს უფრო ნელი ან სწრაფი სიჩქარით (0.5x up to 2x)
  • მაღალი ხარისხის ტრანსკრიპტები– ტრანსკრიპტებს ახლა აქვთ სპიკერის ფუნქცია Teams-ის შეხვედრებისთვის, რომლისთვისაც ცართულია Live Transcription ფუნქცია 
  • ინდექსირებული ჩანაწერები– ჩაწერილი შეხვედრები ინდექსირებულია უფრო ადვილად გამოსაყენებელ სეგმენტებად, სლაიდებს შორის გადასვლების მიხედვით.
  • ავტომატური ჩაწერა– შეხვედრების ავტორებს შეუძლიათ დააკონფიგურირონ შეხვედრების ავტომატურად ჩაწერა.
  • ავტომატური ვადა– მალე ადმინისტრატორებს შეეძლებათ შაბლონური დღეების რაოდენობა, რის შემდეგაც ახლად შექმნილი Teams-ის შეხვედრის ჩანაწერები ავტომატურად წაიშლება.

ტელეფონი

ტრანსკრიფცია 1:1 ზარებისთვის

უკვე ხელმისაწვდომია Teams-ის ერთი-ერთზე ზარების მისი ცართვა შესაძლებელიაზარის ფანაჯარაში მართვის პანელის გამოყენებით.

ჩათი და კოლაბორაცია

დაამატეთ აღწერა სურათებს ჩათში

გახადეთ თქვენი Teams-ის შეტყობინებები ხელმისაწვდომი შშმკ პირებისთვის ალტერგატიული ტექსტის დამატებით სურათებზე. Outlook-ში ალტერნატიული ტექსტის დამატების მსგავსად, შეგიძ₾იათ დაამატოთ აღწერილობები სურათებზე Teams-ის ჩათების მესიჯებში სურათზე მარჯვენა ღილაკის დაწკაპუნებით და“Add alt text”-ის არჩევით. ეს საშუალებას აძლევს იმ ადამიანებს, რომლებიც იყენებენ ეკრანის წამკითხველებს გაიგონ შეტყობინების სრული შინაარსი, მაშინაც კი, თუ ისინი ვერ ხედავენ სურათს. გაიგეთ მეტი ალტერნატიული ტექსტის დამატების შესახებ.

Microsoft Loop კომპონენტები Teams-ის ჩათში

Loop კომპონენტები გაძლევთ საშალებას შექმნათ ლაივ, ერთობლივი კომპონენტები, რომლის რედაქტირების საშუალებაც სამუშაო პროცესში გექნებათ, იქნება ეს ჩათი, შეხვედრა, ელ.ფოსტა თუ დოკუმენტები. ამ ხედვის პირველი ნაწილი ვრცელდება Teams-ის ჩათზე, რომელიც საშალებას გაძლევთ დაარედაქტიროთ შეტყობინებები და თავიდან აიცილოთ გრძელი მიმოწერის ჯაჭვი. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ გამოაგზავნონ მესიჯი Loop კომპონენტით, როგორიცაა ცხრილი, მოქმედების ელემენტები ან სია მისი თანაავტორობითა და რედაქტირების შესაძლებლობი ონლაინ რეჟიმში. 
გაიგეთ მეტი

Loop კომპონენტი Teams-ის ჩათში. გაითვალისწინეთ, რომ ეს ინტერფეისი განახლდება Loop კომპონენტის აიქონით უახლოეს კვირებში.

Top hits’ უზრუნველყოფს ძიების შედეგების ახალ განყოფილებას

ჩვენ გაგიადვილებთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მოძიების პროცესს, Top hits“ გამოყენებით Teams-ში. ეს ახალი განყოფილება განლაგებულია ავტომატური შეტავაზებების ზემოთ. Top hits აგროვებს თქვენთვის ყველაზე რელევანტურ შედეგებს სხვადასხვა საძებო დომენებიდან -ადამიანები, ჯგუფის მიმოწერები, გუნდები, არხები და ფაილები – და ამცირებს ძიების ყველა შედეგის ჩამოსქროლვის საჭიროებას, რაც გეხმარებათ მარტივად იპოვნოთ ის, რაც გჭირდებათ.

განახლებული ძიების შედეგების გვერდი Teams-ში

ახალი ძიების ინტერფეისი Teams-ში შეტყობინებების, ადამიანების, პასუხებისა და ფაილების ძიების პროცესს უფრო სწრაფს და ინტუიციურს გახდის. ძიების შედეგების ახალი ინტერფეისის მქონე გვერდი უზრუნველყოფს უკეთეს კონტექსტს და უფრო სწრაფ შედეგებს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით კი რელევანტურობა დამოკიდებულია ადამიანებსა და კონტენტზე, რომელთანაც გაქვთ ყველაზე ხშირი შეხება Teams-სა დასხვა Microsoft 365 აპლიკაციებში.

ზარის განხორციელება

მომხმარებლის ლოდინის რეჟიმის მუსიკა

Tenant ადმინისტრატორებს შეუძლიათ დააკონფიგურირონ აუდიო, რომელიც გაჟღერდება PSTN (Public Switched Telephone Network) აბონენტებთან, ლოდინის რეჟიმის გააქტიურებისას. ეს საშუალებას აძლევს დეპარტამენტებს ან მომხმარებელთა ჯგუფებს დააკონფიგურირონ განცხადებები, რომლებიც გაჟღერდება PSTN აბონენტებთან ლოდინის რეჟიმის გააქტიურებისას. ამ ფუნქციის გასააქტიურებლად ადმინისტრატორმა უნდა ატვირთოს აუდიო ფაილი, დააკონფიგურიროს teams-სი ლოდინის რეჟიმის პოლიტიკა, რომელიც ვრცელდება აუდიო ფაილზე და დანიშნოს მომხმარებელთა ჯგუფებზე. გაიგეთ მეტი.

ზარების გადამისამართება მოუნიშნავ ნომრებზე

ახლა უკვე შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ შემომავალი PSTN ზარები სატელეფონო ნომრებზე, რომლებიც არ არის მონიშნული მომხმარებლის ან რესურსის ანგარიშზე, შეიძლება გადამისამართდეს სხვა მომხმარებელზე, ზარების რიგში, ავტომოპასუხეზე ან განცხადებაზე. Tenant ადმინისტრატორები დააკონფიგურირებენ ტელეფონის ნომერს ან დიაპაზონს, თუ სად უნდა გადამისამართდეს კონკრეტული ზარი. გაიგეთ მეტი.

მომხმარებლის ზარების გადამისამართება

თქვენ გექნებათ გადასამისამართებელი ზარების უფრო დიდი რაოდენობის მიღების შესაძლებლობა და მოლოდინის რეჟიმში არსებული ზარი ფართო დროის დიაპაზონით, და თუ გადასამისამართებელ ზარს არ უპეასუხებენ, მას მიენიჭება დროის ამოწურვის სტატუსი. Teams-ის ადმინისტრატორებს შეუძლიათ გადასამისამართებელი ზარის კონფიგურაცია და მისი პარამეტრების მოძიება, ხოლო ნომრები შეიძლება მოინიშნოს 10-დან 9999-მდე. ადმინისტრატორებს ასევე შეუძლიათ დააკონფიგურირონ სხვადასხვა გადასამისართებელი ზარების მოლოდინის დრო 300 წამიდან, შაბლონურად დანიშვნის შესაძლებლობით 120 წამიდან 1800 წამამდე.  გაიგეთ მეტი.

თუ გსურთ ისწავლოთ Micrsofost 365-ის ინსტრუმენტების პროფესიონალურად გამოყენება, დაუკავშირდით SMART business-ის გუნდს.

Posted in: