Dynamics 365 პროდუქტების მნიშვნელოვანი განახლებები: გეგმის მიმოხილვა 2022 წლის აპრილი – 2022 წლის სექტემბერი

ამ სტატიაში გთავაზობთ Dynamics 365-ის ახალი ფუნქციებს, რომლის გამოშვებასაც Microsoft 2022 წლის აპრილიდან სექტემბრამდე გეგმავს.

Dynamics 365 Marketing აუმჯობესებს გუნდური თანამშრომლობის გამოცდილებას, მომხმარებლებისთვის ახალი შესაძლებლობის უზრუნველყოფით, შექმნან კონტენტი ერთად, Microsoft Teams-ის გამოყენებით. მარკეტერებს შეუძლიათ გამოიყენონ წინასწარ მომზადებული კონტენტი და მზა თემატური დიზაინის ვარიანტები სამუშაოს ოპტიმიზაციისთვის.

ინვესტიცია Data და AI-ში საშუალებას აძლევს მარკეტოლოებს შექმნან პერსონალიზებული კონტენტი კოდებთან მუშაობის გამოცდილების გარეშე.

Microsoft აფართოებს შესაძლებლობებს და მომხმარებლებს არა მხოლოდ ავტომატიზირებულ გზავნილებს, არამედ ავტომატიზირებულ მიმოწერასაც სთავაზობს. თუ მომხმარებელმა გამოიყენა საკვანძო სიტყვები SMS-ში, Dynamics 365 Marketing მათ ამოიცნობს და ავტომატურ პასუხს მარკეტოლოგების პირადი ჩართულობის გარეშე გაგზავნის. იხილეთ ვრცლად.

ინფორმაცია იხილეთ ბმულზე..

სისტემის ავტომატური მიმოწერა მომხმარებლებთან

Dynamics 365 Sales აგროვებს მონაცემებს სამუშაოსთვის და უზრუნველყოფს თანამშრომლობას ხარვეზების გარეშე, რაც გაყიდვების მენეჯერებს საშუალებას აძლევს იყვნენ უფრო პროდუქტიულები მომხმარებლებთან ურთიერთობისას.

ბიზნეს მონაცემები ახლა ხელმისაწვდომია Microsoft 365-ის ყველა ინტერფეისიდან. ყველა მიჩვეულია, რომ კორესპონდენცია ადვილად შეიძლება გადაიტანოთ Outlook-დან Dynamics 365-ში. თუმცა 2022 Release Wave 1-ში Teams-თან ინტეგრაცია კიდევ უფრო კომპლექსური ხდება.

Dynamics 365-ის შესაძლებლობა, Teams-ის ინტერფეისზე

Dynamics 365 შეტყობინებების გაფართოება Teams-ში უკვე საშუალებას აძლევს მომხმარებლებს დაარედაქტირონ ჩატებში გაზიარებული ბიზნეს მონაცემები მცურავ ფანჯარაში. ამ ფუნქციით, საუბრის მონაწილეებს შეუძლიათ შეასრულონ მოქმედებები საინფორმაციო ბარათის წინასწარ

დათვალიერებისას, რაც გაზრდის პროდუქტიულობას და გამოხმაურების სიჩქარეს ჩატებში.

ფუნქციონალის დეტალები

  • ბიზნეს მომხმარებლებს შეუძლიათ გააზიარონ Dynamics 365 ჩანაწერები, როგორც ინტერაქტიული საინფორმაციო ბარათები ჩაშენებული მოქმედებებით Teams-ის ჩატებში.
  • მიმღებებს შეუძლიათ არა მხოლოდ ნახონ, არამედ შეცვალონ ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, როგორიცაა შესაძლო შეთანხმების შეფასება, სავარაუდო დახურვის თარიღები, შემოსავალი და სტატუსი მხოლოდ შეტყობინებაში.

ინფორმაცია იხილეთ ბმულზე..

ასევე, გაყიდვების ჰაბში ერთი სამუშაო სივრცის გამოყენებით, გამყიდველებს შეუძლიათ აირჩიონ გაყიდვების თითოეული ეტაპი ხელოვნური ინტელექტის რეკომენდაციების გამოყენებით, მენეჯერებს კი შეუძლიათ განახორციელონ გუნდის მუშაობის მონიტორინგი და გაუზიარონ საჭირო რეკომენდაციები მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდის მიზნით.

Dynamics 365 Customer Service აგრძელებს ინვესტირებას ფუნქციონალში, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალიზებულ მომსახურებას სხვადასხვა არხებზე, აფართოებს ოპერატორების შესაძლებლობებს და ხელს უწყობს კოლაბორიაციას დისტანციური მუშაობის უკვე ნაცნობ სამყაროში.

Customer Service-ის ცენტრი აერთიანებს და ამარტივებს კონფიგურაციის ამოცანებს დეტალური ინსტრუქციებით. პროგრამა შეიცავს შესაბამის პარამეტრებს და იყენებს დავალებაზე დაფუძნებულ მიდგომას პროგრამის მარტივად კონფიგურაციისთვის.

ფუნქციონალის დეტალები

  • კომბინირებული ადმინისტრირების გამოცდილება Customer Service Hub-ში მრავალარხიანი ადმინისტრირების ცენტრში და აპლიკაციის პროფილის მენეჯერში.
  • დავალებაზე ორიენტირებული საიტის რუკა.
  • თითოეული არეალის მიმოხილვის გვერდები, რომლებიც შეიცავს მოკლე ინფორმაციას უფრო დეტალური ბმულებით ფუნქციების სამართავდ.
  • სპეციფიკურ შესაძლებლობებზე მორგებული ფუნქციონალთან დაკავშირებული გვერდები.
  • სამუშაოს დაწყების მარტივი გამოცდილება.

შემოსული შეტყობინებების საქაღალდის ხედვის გაუმჯობესება საშუალებას აძლევს დამხმარე პერსონალს სწრაფად გადაჭრას კლიენტების პრობლემები ნებისმიერ არხზე, მომხმარებლებზე ფოკუსირების პარალელურად.

ცოდნის ბაზის მენეჯმენტში ინვესტიცია მოიცავს შესაბამისი საძიებო და ისტორიული ანალიტიკის ინტეგრაციას, ასევე ერთიან მარშრუტიზაციას შაბლონური გაუმჯობესებითა და მარშრუტიზაციის დიაგნოსტიკით.

Dynamics 365 Field Service აუმჯობესებს განრიგის პანელის გამოყენებას. Microsoft აუმჯობესებს მომხმარებლის ინტერფეისს საათობრივი და მრავალდღიანი ხედებისთვის, მენეჯერის პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით.

გარდა ამისა, მობილური აპლიკაცია Field Service სრულად დასაფორთებულია Windows მოწყობილობებზე.

Dynamics 365 Project Operations Dynamics 365 Project Operations აუმჯობესებს გარე კადრების მუშაობას, რაც ეხმარება ეფექტურობის ზრდას პროექტის დაგეგმვასა და შესრულებაში.

მომხმარებლებს შეეძლებათ განაახლონ Project Service Automation, Project Operations-ში სისტემის განახლების მეთოდის გამოყენებით. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ დაამატონ საკუთარი პროექტის მართვის ინსტრუმენტები საერთო API-ს მეშვეობით, აირჩიონ სად დაგეგმონ დავალებები, შემდეგ კი ინტეგრირდნენ Project Operations-თან. ამავდროულად, რესურსების დაგეგმვა და დაჯავშნა დარჩება Project Operations პროექტის ოპერაციებში.

Dynamics 365 Customer Insights აფართოებს მომხმარებელთა თანხმობის შეგროვების შესაძლებლობებს (როგორიცაა GDPR) კიდევ უფრო მეტ პროცესებში. ეს საშუალებას მოგცემთ შეაგროვოთ მომხმარებლის თანხმობის მონაცემები მრავალი წყაროდან ერთ სისტემაში და დარწმუნდეთ, რომ თქვენი კლიენტების თანხმობისა და პრეფერენციების ნებართვები დაცულია რეალურ დროში პერსონალიზაციის სცენარებში, Customer Insights-ში.

მონაცემთა გამდიდრების ახალი შესაძლებლობები მომხმარებელს საშუალებას მისცემს უსაფრთხოდ იმუშაონ მიმდინარე მონაცემებთან და დაამატონ ახლები.

Dynamics 365 Business Central. პირველი, რაც ახალ რელიზში ყურადღებას იპყრობს, ახალი ბიზნეს ფუნქციონალის დიდი რაოდენობაა. ოპერაციების ახალი გლობალური საძიებო გვერდი, ონლაინ ჟურნალის შემოწმება

მონაცემების შეყვანისას, მომწოდებლებისა და მომხმარებლების კონსოლიდაცია და ა.შ.

ადმინისტრირების ახალი ფუნქციონალი მოიცავს:

  • ახალი მომხმარებლების უფლებების შაბლონურად განსაზღვრის შესაძლებლობას,
  • კლიენტის მიერ პარტნიორისთვის მინიჭებული დეტალური პრივილეგიების მხარდაჭერას
  • უფლებათა კრებულის იერარქიას.

დეველოპერებს ექნებათ შესაძლებლობა:

  • შექმნან და გამოიყენონ დამოუკიდებელი ივენთები, რომლებიც უზრუნველყოფენ გამომწერების გაცხრილვას, გაუმართაობის შემთხვევაშიც კი;
  • დააკონფიგურირონ Excel-ის ფორმები რეპორტებისთვის;
  • გამოიყენონ პროფაილერი, რომელიც პირდაპირ იქნება ჩაშენებული ვებ კლიენტში;
  • იმუშაონ დამატებითი ხელსაწყოებით მონაცემთა ბაზების ანალიტიკისა და ტელემეტრიისთვის.

Dynamics 365 Business Central პლატფორმაზე მოცემულია კონტექსტზე მიმაგრებულ ბმული, მომხმარებლებისთვის უფრო ზუსტი დახმარების გასაწევად. თანამედროვე დახმარების პანელზე მოცემულია ბმულები Microsoft-ის დოკუმენტაცასა და პარტნიორების შესახებ ინფორმაციაზე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ინვესტიციები Dynamics 365 Supply Chain Management -ში აგრძელებს ფოკუსირებას მიწოდების ჯაჭვის სისწრაფისა და ხარისხის გაუმჯობესებაზე. კომპლექსური საწყობის ფუნქციონალი და წარმოების დატვირთვა საშუალებას აძლევს ბიზნესს გააფართოვოს მნიშვნელოვანი ოპერაციები ღრუბლოვანი და პერიფერიული მასშტაბირების ერთეულების გამოყენებით.

დაგეგმვის ოპტიმიზაციის წყალობით, წარმოიქმნება ახალი წარმოების სცენარები და დაგეგმვის სტრატეგიები, რომლებიც ეხმარება ბიზნესს და მწარმოებლებს შეამცირონ დაგეგმვის ციკლები, მარაგის დონე და გააუმჯობესონ მომხმარებელთა მომსახურება. ახალი გლობალური ინვენტარიზაციის ფუნქციონალი მარაგების აღრიცხვის სხვადასხვა

შესაძლებლობას იძლევა, რომლის მიზანიც ბიზნესებისთვის იმ ოპერაციების გამარტივებაა, რომლებიც მრავალ ვალუტაზე ან სხვადასხვა ადგილობრივი და გლობალური აღრიცხვის სტანდარტების მიხედვით მუშაობს.

მოუთმენლად ველით Microsoft-ის ახალი ფუნქცინალის დანერგვას!

იხილეთ წყარო

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ჩვენს გაყიდვების მენეჯერებს: sales@smart-it.com

Posted in: