თქვენ რა თქმა უნდა, იცით, რა არის HR ბრენდის და დამსაქმებლის ბრენდის მნიშვნელობა. დღეს ორგანიზაციები დიდ ფულს და დროს საკუთარი ბრენდის კვლევასა და პოპულარიზაციაზე ხარჯავენ. ისინი ეძებენ გზებს, რათა გააუმჯობესონ თავიანთი იმიჯი პოტენციური კანდიდატებისთვის, ჩაერთონ პიარ აქტივობებში, შეიმუშაონ კორპორატიული კულტურის გაუმჯობესების სტრატეგია და ხშირად ავიწყდებათ ერთი მარტივი რამ. HR ბრენდი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ისეთი ძირითადი კომპონენტები, როგორიცაა კორპორატიული იდენტობისა და ლოგოს გამოყენება.
ყველა დეტალი მნიშვნელოვანია
რაზეა აგებული დამსაქმებლის ბრენდი
რა არის HR ბრენდი? ეს არის კომპანიის იმიჯი, გიჩნდება თანამშრომლობის სურვილი, თუმცა რა ახდენს გავლენას ამ სურვილზე?
რეკრუტერის მიერ ორგანიზებული შერჩევა და გასაუბრება, პირდაპირ კავშირშია ვაკანტურ პოზიციაზე სწორი კანდიდატის მოზიდვის შედეგთან. შეიძლება ითქვას, რომ კანდიდატის პასუხზე რეაგირების სიჩქარეც კი განსაზღვრავს HR ბრენდის დონეს.
HR მენეჯერის მიერ ახალი თანამშრომლების ორგანიზებული ონბორდინგი დიდ გავლენას ახდენს კომპანიაში მუშაობის გაგრძელების სურვილზე და პირიქით, მის ნაკლებობაზე. SHRM-ის თანახმად, თანამშრომელთა გადინების დაახლოებით 20% დაქირავებიდან 45 დღის განმავლობაში ხდება.
როგორ აცნობენ გუნდის ლიდერები ახალ თანამშრომლებს სამუშაო პროცესებს, გავლენას ახდენს მათ ჩართულობაზე კომპანიის კორპორატიულ ცხოვრებაში.
კომპანიის სამუშაო ადგილების ორგანიზება მენეჯმენტის მიერ აყალიბებს ადამიანების სურვილს, გაიზიარონ კომპანიის ღირებულებები გაუზიარონ ინფორმაცია სხვა ადამიანებს.
ცხადია, რომ ძლიერი HR ბრენდის, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისეთი კომპანიის შესაქმნელად, ვისთანაც გსურთ მუშაობა, უნდა უზრუნველყოთ ყველა ის პროცესი, მოიცავს კომუნიკაციას თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და საზოგადოებასთან.
თანამშრომლები არიან თქვენი HR ბრენდის სახე. მათი კომპანიის წარმომადენლებად ქცევა თქვენი მთავარი ამოცანაა. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ როგორ მივაღწიოთ ამ მიზანს.
მაგრამ პირველ რიგში, განვიხილოთ HR ბრენდის საფუძველი.
HR ბრენდის საფუძველი
რა არის კომპანიის HR ბრენდის საფუძველი?
მისია და ღირებულებები
ამ საკითხზე დიდი ხანია რაც მუშაობთ, უკვე ჩამოაყალიბეთ კომპანიის ღირებულებები და მისია. თუმცა მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ის. ბევრი კომპანია ჯერ კიდევ უშვებს შეცდომას და ფიქრობს, რომ მისიისა და ღირებულებების მთავარი დანიშნულება ახალი თანამშრომლებისთვის ერთგვარი „საზეპიროა“. თუმცა, კომპანიის ღირებულებებისა და მისიის პოპულარიზაციას სულ სხვა მიზანი აქვს: კომპანიაში თანამოაზრეების მოზიდვა და იმ ადამიანებისგან დისტანცირება, რომლებიც არ იზიარებენ თქვენ იდეებს. რაც მთავარია, კომპანიის მენეჯმენტი თავად უნდა იყოს ამ ღირებულებების მატარებელი და თანამშრომლებთან კომუნიკაციისას აქტიურად იყენებდეს მათ პრაქტიკაში.
იდენტობა და „ბრენდ ბუქი“
ღირებულებებისა და იდეების მკაფიოდ გადმოცემის მიზნით, კომპანიები ჩვეულებრივ ქმნიან საკუთარ სტილს, რომელსაც ეწოდება იდენტობა. თუ ბრენდი არის იმიჯი, იდენტობა ბრენდის თვისებები, ხასიათი და მახასიათებლებია. ყველა ეს თვისება ქმნის კომპანიის ინდივიდუალიზმს. ამიტომ, კომპანიის მისიისა და ფასეულობების იდენტობაში ასახვის გარდა, ბრენდი უნდა შეესაბამებოდეს იქ მომუშავე ადამიანების ხასიათს.
თუ თქვენ გაქვთ იდენტობა, თქვენ ასევე გაქვთ მისი ვიზუალიზაციის ფორმა. ყველაზე ხშირად ეს არის კომპანიის ბრენდის წიგნი. დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ყველა შეთანხმებული ვიზუალური კონტენტის გამოყენებას: ლოგოს გამოყენებას, კორპორატიულ ფერებს, მასალების ადაპტაციას სხვადასხვა მედიისთვის.
კომპანიის იდენტობის გამოყენების ძირითადი წესები ყველა უნდა ესმოდეს თანამშრომელს და არა მხოლოდ მარკეტერს.
Tone of Voice
თქვენ უკვე გაქვთ საფუძველი, რომელზედაც ააწყობთ კომუნიკაციას თანამშრომლებთან და პოტენციურ კანდიდატებთან, გაქვთ წარმოდგენა იმაზე, თუ რა გსურთ გადმოსცეთ კომუნიკაციის შედეგად, თუმცა კითხვა მდგომარეობს შემდეგში “რა ფორმით უნდა შედგეს კომუნიკაცია? თქვენ უნდა იპოვოთ ბრენდის ხმა. ჩვენს შემთხვევაში, HR ბრენდის Tone of Voice.
“Tone of voice არ აქვს მიშვნელობა რას ამბობთ, მთავარია როგორ ამბობთ”
წარმოიდგინეთ კომპანია რამდენიმე წელიწადში. როგორმა ადამიანებმა შეიძლება უზრუნველყონ კომპანიის ზრდა? ახლა წარმოიდგინეთ თქვენი ერთ-ერთი თანამშრომელი. რა სახის კომუნიკაცია გაქვთ მასთან? შეესაბამება არჩეული კომუნიკაციის სტილი თქვენს მისიასა და ღირებულებებს? თუ არა, დაუბრუნდით პირველ პუნქტს.
კომუნიკაცია სოციალურ ქსელებში, საიტებზე, მასმედიაში
შეამოწმეთ საკომუნიკაციო არხები. შეესაბამება კონტენტი 1-3 პუნქტებში არსებულ მოთხოვნებს? თუ გულწრფელი იყავით საკუთარ თავთან და აუდიტორიასთან, თქვენს სოციალურ ქსელებში, ვებსაიტებსა და მედიაში კომუნიკაცია გადმოსცემს თქვენს ღირებულებებს, თქვენი იდენტობისა და საკომუნიკაციო ენის საშუალებით. თუ თქვენს კომუნიკაციებში ხედავთ შეუსაბამობას გირჩევთ, კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი ზემოტხსენებულ პუნქტებს. დაიცავით თანმიმდევრული სტრატეგია ყველა შეტყობინებაში, რომელსაც აწვდით სწორ აუდიტორიას. გარდა ამისა, თქვენს ვებ რესურსებს უნდა ჰქონდეს ინტუიციური ინტერფეისი და მობილური ადაპტაცია.
ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი: როგორ ვაქციოთ თანამშრომლები კომპანიის ელჩებად? კომპანიაში დამსაქმებლის ბრენდის შექმნისას HR-ის როლი საკმაოდ დიდია.
როგორ შევქმნათ ძლიერი HR ბრენდი თანამშრომლების დახმარებით?
მოტივირებული თანამშრომლები HR ბრენდის წარმატებული მუშაობის შედეგია. არიან ასეთები თქვენს გუნდში? რამდენი პროცენტი? HR-ის ამოცანაა მუდმივად იმუშაოს თანამშრომლების ლოიალურობასა და ჩართულობაზე.
ხელფასის დღეს გამოკითხვის ჩატარების შემთხვევაში შეიძლება იფიქროთ, რომ თანამშრომლების ლოიალობა ძალიან მაღალია. მაგრამ როდესაც საქმე ეხება დასკვნების გამოტანას ან თანამშრომლების მუშაობის შეფასებას, მენეჯმენტს რჩება გადაცილებული ვადები და გუნდის მიერ შესრულებული არადამაკმაყოფილებელი სამუშაო.
რა შეიძლება მოიმოქმდეოთ მსგავსი სიტუაციაბისგან თავის დასაზღვევად? დამსაქმებლის ბრენდის შემდეგ ეტაპზე გადასვლა:
სამუშაო გარემო, რომელიც აკმაყოფილებს თანამშრომლების საჭიროებებს
არა, ჩვენ არ ვსაუბრობთ კომფორტულ სკამზე ან ახალ მაგიდაზე. საუბარია იმ გარემოზე, სადაც სამუშაო პროცესები მიმდინარეობს და რომელშიც, თანამშრომელი მუშაობს. მაგალითად, ახალი თანამშრომლისთვის ეს არის კარგად ორანიზებული ონბორდინგი, რომლის დროსაც ის იღებს წვდომას სამუშაო ინფორმაციაზე და პერსონალურ მონაცემებზე, ხორციელდება მისი მიღწევების, მიზნებისა და შესრულების მონიტორინგი, ასევე უზრუნველყოფილია პერმანენტული ფიდბექი.
HCM გადაწყვეტილება ხელს უწყობს თანმიმდევრულობას ონბორდინგის დროს, მიზნების დასახვას, შესრულებას შეფასებასა და კომპეტენციის ზრდას. კომპანიის კორპორატიულ ცხოვრებაში მეტი ჩართვისთვის მიზანშეწონილია კორპორატიული პორტალის დანერგვა. ერთიანი გარემო საშუალებას მოგცემთ შეინახოთ ყველა კორპორატიული ინფორმაცია ერთ ადგილას, დააჩქაროთ კომუნიკაცია და გააუმჯობესოთ ურთიერთქმედება თანამშრომლებს შორის.
HCM გადაწყვეტილება ხელს უწყობს თანმიმდევრულობას ონბორდინგის დროს, მიზნების დასახვას, შესრულებას შეფასებასა და კომპეტენციის ზრდას. კომპანიის კორპორატიულ ცხოვრებაში მეტი ჩართვისთვის მიზანშეწონილია კორპორატიული პორტალის დანერგვა. ერთიანი გარემო საშუალებას მოგცემთ შეინახოთ ყველა კორპორატიული ინფორმაცია ერთ ადგილას, დააჩქაროთ კომუნიკაცია და გააუმჯობესოთ ურთიერთქმედება თანამშრომლებს შორის.
გარდა HR პროცესების ავტომატიზაციისა, რომელიც საშუალებას მოგცემთ უკეთ მართოთ თქვენი თანამშრომლები და გაზარდოთ პროდუქტიულობა, თქვენ მოიპოვებთ თანამშრომლების ლოიალობას და მნიშვნელოვნად გააძლიერებთ თქვენი HR ბრენდის პოზიციას
პირობები კადრების ტრენინგებისა და გავნითარებისთვის
თანამშრომლების პოტენციალისა და კომპეტენციების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, სასურველია შეიქმნას პირობები მათი მომზადებისთვის. კორპორატიული ელექტრონული სწავლება იგივე LMS სისტემა უზრუნველყოფს თანამშრომლების დისტანციური და ადგილობრივი მომზადების ერთიანი ცენტრის შექმნას. გარდა ამისა, LMS გადაწყვეტილება ეხმარება შექმნას ონბორდინგის გეგმა, რომელსაც თანამშრომელი გაივლის HR მენეჯერების ჩართულობის გარეშე.
HCM და LMS სისტემების კომბინაცია უზრუნველყოფს თანამშრომლების სრულფასოვან ჩართულობას პროცესებში. გახსოვდეთ, რომ საუკეთესო ინვესტიცია არის ინვესტიცია თანამშრომლების განვითარებაში.
მხარი დაუჭირეთ კარიერულ ამბიციებს
ნიჭიერ პროფესიონალებს სურთ იმუშაონ კომპანიაში, რომელიც ეხმარება მათ პროფესიულ განვითარებას და უზრუნველყოფს კარიერული ზრდის პირობებს. იზნუნეთ თანამშრომლებზე, დააორგანიზეთ რეგულარული 1:1 შეხვედრები თითოეულ თანამშრომელთან, რათა გაიგოთ მათი მოლოდინები კომპანიის განვითარებასთან დაკავშირებით. შექმენით ინდივიდუალური განვითარების გეგმები მკაფიო და თანმიმდევრული ნაბიჯებით თანამშრომლის კარიერული ზრდისთვის, რათა მათ ზუსტად იცოდნენ თავიანთი გზა კომპანიაში. ეს არამარტო ზრდის თანამშრომლის მოტივაციას, არამედ ხელს უწყობს მათ ჩაერთონ კომპანიის კორპორატიულ პროცესებში.
შექმენით დელეგირების გეგმა
რას მოიმოქმედებთ, თუ თქვენი ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელი გადაწყვეტს დატოვოს კომპანია? ვინ დაიკავებს მის ადგილს? გაქვთ გეგმა? შემცვლელის პოვნას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს კადრების ფონდის არ არსებობსი შემთხვევაში.
დეგელირების დაგეგმვა ხორციელდება მაშინ, როდესაც თქვენ წინასწარ ამზადებთ ნიჭიერ ადამიანებს კომპანიის შიგნით მომავალი ლიდერული პოზიციებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კომპანია ამზადებს და ავითარებს ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ აიღონ პასუხისმგებლობა ახალი უმაღლესი დონის თანამდებობაზე საჭიროებისამებრ. ეს აისახება თანამშრომლის პიროვნული განვითარების გეგმებში, რაც მათთვის დამატებითი ღირებულების მატარებელია.
HR ბრენდისთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის ღირებულებები და სტრატეგიული მიზნები უცვლელი დარჩეს, რადგან მის ძირითად პოზიციები იმ ადამიანებს უკავიათ, რომლებიც მათი მატარებელები არიან.
ტექნოლოგიური ინსტრუმენტების დანერგვა
მას შემდეგ რაც კომპანია გამოავლენს თავის საჭიროებებს და აირჩევს შემდგომი განვითარების გზას, დასჭირდება ინსტრუმენტები, რომლებიც ოპტიმალურად უზრუნველყოფენ კადრების მენეჯმენტტის ტრანსფორმაციას. ასეთი ინსტრუმენტების ცვლილებებისა და დანერგვის ინიციატორი სწორედ HR მენეჯერია.
გირჩევთ აირჩიოთ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომლებიც მოიცავს HR ინსტრუმენტების კომპლექტს და გააჩნიათ გაფართოებული ინტეგრაციის ვარიანტები თქვენს ERP, CRM და სახელფასო სისტემებთან.
ასეთი გადაწყვეტილების მაგალითია SMART HCM & LMS რეკრუტირების ავტომატიზაციისთვის, ონბორდინგის პროცესების, შეფასების, მიზნების დასახვისა და კომპეტენციების განვითარებისთვის. პლატფორმის მიერ მოწოდებული ჩატბოტი თანამშრომლებისთვის პერსონალური ასისტენტის ფუნქციას ასრულებს ყველა HR საკითხზე, ხოლო გემიფიკაციის მოდული სწავლას ინტერაქტიულ თამაშად აქცევს.
დღეს სოციალური პასუხისმგებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე
HR ბრენდის ყურადღების კონცენტრაცია უნდა გაკეთდეს ადამიანებზე ზრუნვაზე და ბიზნესის კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე. თანამშრომლების სიცოცხლე, უსაფრთხოება და ჯანმრთელობა კომპანიის მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს. ჯანმრთელობის დაზღვევისა და ანაზღაურებადი შვებულების გარდა, რაც ძირითადი შეღავათებია, თქვენი თანამშრომლების ფსიქიკურ მდგომარეობაზე ზრუნვაზეც ღირს ყურადღების გამახვილება. მაგალითად, შეგიძლიათ გუნდში მოიზიდოთ გამოცდილი ფსიქოლოგი.
ჰკითხეთ თანამშრომლებს, რა სჭირდებათ. შეგიძლიათ ერთად აღმოაჩინოთ ის უნიკალური ძლიერი მხარეები, რომლებიც გაზრდის თქვენი გუნდის ეფექტურობას და თქვენს ბრენდს სხვებისგან გამორჩეულს გახდის.
გააძლიერეთ კორპორატიული კულტურა
ძლიერი დამსაქმებლის ბრენდის შექმნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა თანამშრომლების ნიჭის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაა. კორპორატიული კულტურა არ არის მხოლოდ ღირებულებების სისტემა და ქცევის ნიმუშები, რომელსაც იზიარებს ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი. კორპორატიული კულტურა აგებულია ზემოაღნიშნული პუნქტების კომბინაციაზე, როგორიცაა:
- პროცესების და სამუშაო გარემოს ორგანიზება კომპანიის საერთო მიზნების მისაღწევად;
- გუნდთან, მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა;
- თანამშრომლების ჩართვა კომპანიის კორპორატიულ ცხოვრებაში;
- თანამშრომლების მოტივაცია, რომ შეასრულონ საუკეთესო სამუშაო.
ასე რომ, გადახედეთ თქვენს HR სტრატეგიას. შეაფასეთ კომპანიის კორპორატიული კულტურა. იპოვნეთ სისუსტეები თქვენს HR ბრენდში. ცვლილებების ინიცირება.
თქვენი HR ბრენდი არის თქვენი გუნდი
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თქვენი თანამშრომლები HR ბრენდის მატარებლები არიან. ადამიანები ურთიერთობენ ერთმანეთთან, საუბრობენ თავიანთ სამუშაოზე და უზიარებენ გამოცდილებას ერთმანეთს.
“თქვენი HR ბრენდი არ არის ის, რასაც თქვენ ამბობთ, არამედ ის, რასაც თანამშრომლები ამბობენ თქვენზე.”
თქვენი, როგორც დამსაქმებლის ამოცანაა, შექმნათ პირობები, რომლის არსებობის შემთხვევაშიც თანამშრომლებს არამარტო მოესურვებათ მუშაობა, არამედ თამამად გაუწევენ რეკომენდაციას მათ გარემოცვას კომპანიის შესახებ. ამ შემთხვევაში, თქვენი HR ბრენდი მუშაობს თქვენთვის!
თუ გჭირდებათ კონსულტაცია HR ინსტრუმენტების შერჩევაზე და გსურთ მათი უფასოდ ტესტირება, გამოაგზავნეთ მოთხოვნა: sales@smart-it.com
წარმატებებს გისურვებთ ძლიერი HR ბრენდის შექმნაში!
პატივისცემით, SMART ბიზნესი