ახალი ტესტის დიზაინი შექმნის შესაძლებლობა, ინტეგრაცია indeed.com-თან, პოლონური ლოკალიზაცია, ჩაშენებული მხარდაჭერის ჩატბოტი და თანამშრომელთა დროის უწყისები

გიზიარებთ განახლებებს, რომელთა უმეტესობა ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნით შეიქმნა. ივლისის რელიზი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტეთ მასალა ორ ნაწილად გაგვეყო.

გაეცანით განახლებების პირველი ნაწილის მიმოხილვას და თუ ჩათვლით, რომ ფუნქციონალის გაუმჯობესების დამატებითი შესაძლებლობებიც არსებობს, გაგვიზიარეთ მოსაზრებები მითითებულ ელ. ფოსტაზე: sales@smart-it.com.

ვაგრძელებთ მუშაობას SMART HCM & LMS-ის გაუმჯობესების მიმართულებით, რათა გადაწყვეტილებამ საუკეთესოდ დააკმაყოფილოს ნებისმიერი კომპანიის HR დეპარტამენტის საჭიროებები.

დიდი მოცულობის ტესტების შექმნა უფრო მარტივია: განახლებული L&D ტესტის დიზაინერი

ივლისის რელიზის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ტესტის დიზაინერის ახალი დიზაინი და ფუქნციონალია. ამ განახლებით, შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად შექმნათ ტესტები, მწკრივების დიდი რაოდენობის არსებობის შემთხვევაშიც.

როგორ მუშაობს?

ადრე, ტესტების კონფიგურაციისას, მომხმარებელი გადადიოდა სხვა SMART HCM & LMS ფორმებზე ტესტის დიზაინის დასასრულებლად. ჩვენ ვეთანხმებით: დიდი მოცულობის სამუშაოს შემთხვევაში შესრულებას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. ტესტებისა და კითხვარებისთვის ჩვენ შევქმენით მოქნილი „გრაფიკული დიზაინერი“. ახლა ტესტების შექმნა ერთ ადგილას შეგიძლიათ: უბრალოდ დააწკაპუნეთ ღილაკზე „დიზაინერი“ ტრენინგის მოდულის ზედა პანელში და გადადით ახალ მოსახერხებელ ინტერფეისზე.

თანამშრომლის ხედვა:

დაასაფროთეთ კომპანიები უცხოურ ბაზარზე: ლოკალიზაცია

ივლისის რელიზში გავითვალისწინეთ კომპანიების ევროპულ ბაზარზე შესვლის ტენდენცია და ყურადღება გავამახვილეთ გადაწყვეტილების ინტეგრაციისა და ლოკალიზაციის შესაძლებლობების გაფართოებაზე. პირველი განახლებები მოიცავს indeed.com-თან რეკრუტინგის ინტეგრაციას და პოლონური ენის დამატებას. მთლიანობაში, SMART HCM & LMS 5 ენაზეა ხელმისაწვდომი: უკრაინული, ინგლისური, ქართული, აზერბაიჯანული და პოლონური.

ინტეგრაცია indeed.com-თან

თქვენ უკვე შეგიძლიათ განათავსოთ ვაკანსია Indeed.com-ზე სულ რამდენიმე წამში. ვაკანსიის ყველა მონაცემი ავტომატურად გადაეცემა საძიებო პლატფორმას.

Indeed.com წარმოადგენს სამუშაოს ძიების საერთაშორისო სისტემას, ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ბაზარზე მუშაობთ, ამ სამუშაო საიტთან ინტეგრაცია აქტიულურობას არ კარგავს.

როგორ მუშაობს

სამუშაო აპლიკაციის გაგზავნა Indeed.com-ზე მარტივია.

ამისათვის საჭიროა:

  • გადახვიდეთ პუბლიკაციების ჩანართზე სისტემაში;
  • მონიშნოთ წინასწარ შექმნილი ვაკანსიის განაცხადი;
  • მონიშნოთ “com”, როგორც საძიებო რესურსი შესაბამის ველში;
  • შეიყვანოთ რეკრუტირების კამპანიის დაწყების და დასრულების თარიღები;
  • შეინახოთ შედეგი.

განაცხადი გაიგზავნა.

სამუშაოს აღწერილობის შექმნისას, დამსაქმებელს აქვს წვდომა HTML რედაქტორზე, რომელიც შესაძლებელს გახდის თქვენი ტექსტის ფორმატირების დაყენებას და უფრო მიმზიდველს გახდის მას კანდიდატებისთვის.

Indeed.com-დან კანდიდატის პასუხების შეგროვებისა და დამუშავების გასაადვილებლად, ჩვენ შევქმენით სადესანტო გვერდი სამუშაოს აღწერილობით და საკონტაქტო ინფორმაციის გაგზავნის ფორმა. კანდიდატი უკუკავშირის ფორმას ამატებს რეზიუმეს, სამოტივაციო წერილს, პორტფოლიოს და სხვა შესაბამის ფაილებს ნებისმიერი ფორმატით.

როდესაც კანდიდატი ავსებს ფორმას, სისტემაში იქმნება მისი პროფილი, ემატება პასუხი შესაბამის ვაკანსიაზე, პარალელურად კი ინახება ყველა დამატებული ფაილი.

რეკრუტინგის ძაბრი და სტატუსის ფილტრები: დაქირავების მენეჯმენტის ახალი ინსტრუმენტები

განხორციელდა კანდიდატთა სიის სანახავი გვერდის რესტრუქტურიზაცია. ვაკანსიისა და კანდიდატის ბარათის შესახებ ზოგადი ინფორმაციის 2 ძირითადი ველის გარდა, დაემატა შერჩევის ძაბრი და ფილტრაცია კანდიდატის პასუხის სტატუსის მიხედვით.

როგორ მუშაობს?

თქვენი კანდიდატი აგზავნის გამოხმაურებას ერთ-ერთ სამუშაოს ძიების საიტზე. კონფიგურირებული ინტეგრაციით, აპლიკაცია ავტომატურად შედის SMART HCM & LMS სისტემაში სადაც კანდიდატთა სიის გვერდზე აპლიკაცია აისახება „მიღებული“ სტატუსით. მისი ნახვა შეგიძლიათ სტატუსის მიხედვით გაფილტვრით. სტატუსები აპლიკაციებს ენიჭება ავტომატურად, მას შემდეგ, რაც კანდიდატი შერჩევის ძაბრის თითოეულ ეტაპს გაივლის.

ეს ძალიან მოსახერხებელია: თქვენ გავქთ სრული ხედვა თუ როგორ მიდის შერჩევის პროცესი ვიზუალური ძაბრის მეშვეობით კანდიდატთა სიის გვერდზე შესაბამის ბლოკში.

კანდიდატთან მუშაობა ახლა კიდევ უფრო მოსახერხებელია

კანდიდატის გვერდი შეიცვალა:

  • განახლებულია გვერდის ინტერფეისი;
  • გაფართოვდა კანდიდატის შესახებ ინფორმაციის სია: ასაკი, კონტაქტები და ა.შ.;
  • დაემატა ისეთი ფაილების მიმაგრების შესაძლებლობა, როგორიცაა რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, პორტფოლიო და სხვა;
  • კომენტარების ისტორია დაემატა თითოეულ კანდიდატს. დამსაქმებელს ექნება წვდომა ამ კანდიდატთან მუშაობის წინა ეტაპების შედეგებზე და კომენტარს გააკეთებს შერჩევის ჯგუფის ყველა წევრისთვის.

გარდა ამისა, კანდიდატებთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად, ჩვენ, პირველ რიგში, გადავხედეთ ელ.ფოსტის შაბლონების შექმნის ალგორითმს და დავამატეთ ელ.ფოსტის გაგზავნის დროს რედაქტირების შესაძლებლობა.

მოდი განვიხილოთ თითოეული მათანი:

  1. შეგიძლიათ შექმნათ ელ.ფოსტის სხვადასხვა შაბლონები თანამედროვე drag’n’drop რედაქტორის გამოყენებით.

როგორ მუშაობს?

მომხმარებელს არ სჭირდება დამატებითი HTML ედიტორის სისტემის გამოყენება, რადგან სისტემაში უკვე კონფიგურირებულია რედაქტირების საჭირო ინსტრუმენტები. განახლებული რედაქტორი ქმნის პროფესიონალურ მეილებს შინაარსის ბლოკების გათვალისწინებით და აქვს ელ.ფოსტის წინასწარი ხედვის შესაძლებლობა კომპიუტერის მონიტორისა და მობილური მოწყობილობის რეჟიმში, კონტენტის უკეთ ადაპტაციისთვის.

  1. შეგიძლიათ დაარედაქტიროთ ელ. ფოსტა გაგზავნამდე.

როგორ მუშაობს?

კანდიდატისთვის ელ ფოსტის გაგზავნამდე ნახვის, წაშლისა და ტექსტის დამატების, ან ელ.ფოსტის ელემენტების წაშლის შესაძლებლობისთვის შევიმუშავეთ მოდალური ფანჯარა.

ინდივიდუალური განვითარების გეგმების დამოუკიდებლად დანიშვნის შესაძლებლობა

თქვენი თანამშრომელი დაინტერესებულია პროფესიული ზრდით და სურს აიღოს პასუხისმგებლობა ამ პროცესზე? რა პრობლემაა! მოიწვიე ისინი შექმნან საკუთარი ინდივიდუალური განვითარების გეგმა (IDP).

რა სარგებელს მოიტანს?

კომპანიისთვის: შემცირდება HR მენეჯერების დატვირთვა და თანამშრომლების დამატებითი შეფასების აუცილებლობა.

თანამშრომლებისთვის: გაიზრდება მოტივაცია და უზრუნველყოფილი გახდება კარიერული განვითარება.

HR გადაწყვეტილებებისთვის: შეიქმნება დამატებითი უნარები მომხმარებლებისთვის. ეს ზუსტად ისაა, რაც ჩვენ გვჭირდება.

როგორ მუშაობს?

თანამშრომელი შედის პორტალის “განვითარების” განყოფილებაში და აწკაპუნებს “გეგმის შექმნა”-ზე.

ამის შემდეგ საჭიროა IDP სახელის, მიზნის, დაგეგმილი IDP დაწყებისა და დასრულების თარიღების დაზუსტება, ასევე გეგმის დეტალების მიმოხილვა ველში „აღწერილობა“.

თითოეულ IDP-ში დასაქმებული ამატებს დასახულ ამოცანებს მიზნის მისაღწევად.

„თითოეულ IDP-ში?“. სწორია, თანამშრომელს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე IDP დაუნიშნოს საკუთარ თავს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული მიზნები და განვითარების პერიოდი. ივლისის რელიზიდან, ეს ასევე ეხება მენეჯერის მიერ ერთ თანამშრომლისთვის დანიშნულ IDP.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ განვითარების გეგმის დაწყებისა და დასრულების თარიღების ჩაწერა, არამედ იმის ანალიზი, თუ როგორ ხდება გეგმის განხორციელება. ამისათვის ჩვენ დავამატეთ „ფაქტობრივი დასრულების თარიღი“-ს ველი „აქტივობის“ ფორმაში და ამ აქტივობის შედეგებზე საბოლოო კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა.

დაემატა დროის უწყისები

ამ რელიზში წარმოდგენილია ფუნქციონირების პირველი ვერსია, რომელიც მოიცავს ქვემოთ აღწერილ ფუნქციებს.

როგორ მუშაობს?

ამ რელიზში წარმოდგენილია ფუნქციონირების პირველი ვერსია, რომელიც მოიცავს ქვემოთ აღწერილ ფუნქციებს.

კომპანიის დონეზე:

  • დოკუმენტების დროული მონიტორინგი სხვადასხვა ERP სისტემებიდან (NAV, SAP, 1C) ინტეგრაციის API-ის მეშვეობით.
  • თანამშრომლის დონეზე;
  • დეტალური ინფორმაციის ნახვის შესაძლებლობა თითოეულ სახელფასო პერიოდზე ნებისმიერ დროს;
  • მონაცემების ანალიზი სამუშაო დღეებისა და საათების რაოდენობის მიხედვით, ასევე გაცდენის მიზეზების, რაც შეიძლება მოიცავდეს შვებულებას, ავადმყოფობის შვებულებას, მივლინებებს და ა.შ. პერსონალის ადმინისტრაციის სპეციალისტებთან ან HR მენეჯერებთან დაკავშირების გარეშე.

თანამშრომელს შეუძლია ნახოს დროის უწყისების სია და დეტალური ინფორმაცია თითოეული მათგანის შესახებ პლატფორმის პროფილში „დროის უწყისების“ ჩანართში.

გაფართოებული დოკუმენტების მენეჯმენტის შესაძლებლობები

წინა რელიზში ჩვენ შემოგთავაზეთ ფუნქციონალი, როგორც ახალი დოკუმენტების შესაქმნელად, ასევე სისტემაში არსებულის ნახვისა და განახლებისთვის. კლიენტების გამოცდილების გაანალიზების შემდეგ, გავაგრძელეთ მუშაობა პლატფორმის ფარგლებში დოკუმენტების მენეჯმენტის გაუმჯობესებაზე.

ამჟამად ხელმისაწვდომია შემდეგი ფუნქციები:

  • ჩამოტვირთვის ფორმატები: .jpeg; .png, .tiff, .docx; .doc .dotx; .xlsx; .xltx; .ppt .pptx;
  • ერთ ჩანაწერზე რამდენიმე დოკუმენტის მიმაგრება;
  • ახალი დოკუმენტის ტიპი „CV“, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეინახოთ კანდიდატის რეზიუმე ან კონტაქტი ამ ობიექტში;
  • HR მენეჯერს ახლა შეუძლია სისტემიდან დოკუმენტზე ერთი ან მეტი დანართის იმპორტი, რაც შესაძლებელს გახდის სწრაფად მიიღოთ თანამშრომლის დოკუმენტების ასლები HR ადმინისტრაციის სპეციალისტებთან დაკავშირების გარეშე.

ჩატბოტი თანამშრომლების მხარდაჭერისთვის

ვფიქრობთ, აზრი აღარ აქვს იმაზე საუბარს, თუ როგორ სჭირდებათ თანამშრომლებს თქვენი მხარდაჭერა და პერმანენტული შეფასების მიღება. უბრალოდ წარმოგიდგენთ ჩვენს ჩეტბოტს, რომელიც უზრუნველყოფს ასეთ მხარდაჭერას.

SMART HCM & LMS-ის ერთ-ერთი მახასიათებელი იყო Telegram ბოტის მეშვეობით კომუნიკაციის შესაძლებლობა წინასწარ განსაზღვრული სცენარების მიხედვით. თუმცა მომხმარებლებს არ ჰქონდათ ონლაინ მხარდაჭერა, რომელიც ადამიანის მიერ იქნებოდა უზრუნველყოფილი. 21-ე რელიზში ემატება ფუნქციონალი, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს დაუკავშირდნენ კომპანიის HR მენეჯერს ჩეთბოტის მეშვეობით.

ეს არის თქვენი თანამშრომლების შიდა მხარდაჭერის ხაზი.

როგორ მუშაობს?

ჩვენ გვაქვს ინტეგრირებული Smart Chatbot SMART HCM & LMS-ში. SMART HCM & LMS ინტერფეისის ამ განახლებით, პასუხისმგებელ HR მენეჯერს შეუძლია უზრუნველყოს თანამშრომლისთვის საჭირო მხარდაჭერა. Smart Chatbot-ის მეშვეობით კომუნიკაციების მთელი ისტორია ავტომატურად ინახება თანამშრომლის ბარათში SMART HCM & LMS შემდგომი ანალიზისთვის.


გსურთ თავად იხილოთ და გამოსცადოთ ეს განახლებები? დაგვიკავშირდით sales@smart-it.com-ზე და ჩვენ უზრუნველვყოფთ დემონსტრაციას თქვენთვის ხელსაყრელ დროს.

Posted in: