SmartPoint Intranet არა მხოლოდ HR სპეციალისტების ამოცანების ავტომატიზაციისთვის განკუთვილი გადაწყვეტილებაა, არამედ ინსტრუმენტი რომელიც ემსახურება კომპანიის ყველა განყოფილების პროდუქტიულობის ზრდას.
დავიწყოთ ჩვენი განახლებების მიმოხილვა kanban-ით.
Kanban ვიზუალური პროგრესის მონიტორინგისთვის
არაერთხელ გვსმენია ჩვენი მომხმარებლებისგან, რომ დავალების მართვის ბარათის ვიზუალი მეტად მოსახერხებელია და უკეთ უზრუნველყოფს ამოცანების შესრულების პროცესების სტრუქტურიზაციას, ის გვთავაზობს სისტემურ მიდგომას გუნდების ეფექტურობის გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის. შესაბამისად, ამ რელიზში გადავწყვიტეთ Kanban-ის იმპლემენტაცია SmartPoint Intranet-ში.
ახლს მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ აჩვენონ თავიანთი ამოცანები და პროგრესი Kanban-ის ბარათების სახით, პანელის კუთხეში არსებული გადართვის ვიჯეტის გამოყენებით. ასევე ხელმისაწვდომია ცხრილის ხედი.
მარტივად შეცვალეთ ამოცანების მართვის ინტერფეისები ერთი დაწკაპუნებით, აირჩიეთ ის, ვისთანაც უფრო მოსახერხებელია მუშაობა.
კანბანში, სამუშაოს სტატუსი იცვლება ბარათების შესაბამის სვეტებს შორის გადაადგილებით. გრაფაზე, თქვენ ხედავთ თითოეული დავალების დეტალებს, მის სტატუსს, ფილტრს ვადების მიხედვით, პრიორიტეტებსა ან დავალების ავტორს.
Kanban კარგი ინსტუმენტია, როგორც მენეჯერისთვის, ასევე შემსრულებლისთვის,
რადგან ის ეხმარება გუნდს სამუშაოს ორგანიზებაში თითოეული თანამშრომლის მიმდინარე დატვირთვის გათვალისწინებით. მომხმარებლებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ მათთვის დანიშნულ ამოცანებს და მათ მიერ სხვა კოლეგებისთვის მინიჭებულ ამოცანებს ერთ ფანჯარაში.
დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი გაუმჯობესება პორტალის ყველა მომხმარებელს მოეწონება.
ვერტიკალური ორგანიზაციული სქემა მრავალშრიანი ხედვისთვის
2.7, რელიზით ჩვენს მომხმარებლებს მიეცემათ საშუალება იმუშაონ ახალი ვერტიკალური ორგანიზაციული სქემის ხედვით.
მათ შეეძლებათ დამოუკიდებლად აირჩიონ ინტერფეისი ჰორიზონტალური ან ვერტიკალური ხედით, რაც დამოკიდებულია დეპარტამენტების განშტოებაზე და კომპანიის სტრუქტურის დონეების რაოდენობაზე.
ვერტიკალური ორგანიზაციული სტრუქტურის უპირატესობა არის კომპანიის სტრუქტურის უფრო მოსახერხებელი ხედვა, რომელსაც დიდი რაოდენობით ქვეშევრდომები და განყოფილებები აქვს.
მაგალითად, საბანკო სექტორისთვის დამახასიათებელია ერთი მთავარი
დეპარტამენტი და 15-20 დაქვემდებარების პირველი დონის განყოფილება. ასეთი სტრუქტურის ჩვენება რთულია ჰორიზონტალურ ხედში. მითუმეტეს მობილურიდან.
ამიტომ, ინდუსტრიის ასეთი სპეციფიკის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ SmartPoint Intranet-ში დანერგვა, რელევანტური ვარიანტის არჩევის შესაძლებლობის გამოსაყენებლად.
როგორ მუშაობს?
ადმინისტრატორის უფლებების მქონე მომხმარებელი დამოუკიდებლად ადგენს კომპანიისთვის საუკეთესო ხედს. ამ პროცესისთვის მხოლოდ 4 ნაბიჯი დაგჭირდებათ:
- შექმენით ახალი ან გახსენით არსებული პორტალის გვერდი რედაქტირებისთვის.
- სისტემის მიერ მოწოდებული ვებ ნაწილების სიიდან აირჩიეთ ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ორგანიზაციული სქემა.
- ვებ ნაწილის პარამეტრებში აირჩიეთ თანამშრომლის დირექტორია.
- გამოაქვეყნეთ თქვენი ცვლილებები.
თუ გსურთ შეცვალოთ არჩეული სტრუქტურის ხედი, მიჰყევით იმავე ნაბიჯებს. სტრუქტურის მონაცემები ინახება ისე, რომ არაფრის ხელმეორედ შეყვანა არ არის საჭირო.
ვერტიკალური ორგანიზაციული სტრუქტურის მოსახერხებელი გამოყენება მობილური და პლანშეტური მოწყობილობებიდან.
ჩვენ უზრუნველვყოფთ ვიზუალურ პრეზენტაციას მობილური ბრაუზერში, თუმცა SmartPoint ინტრანეტის ყველა მომხმარებელს ასევე შეუძლია
ჩამოტვირთოს Microsoft SharePoint აპლიკაცია და გამოიყენოს პორტალის სრული ფუნქცინალი. ვრცლად იხილეთ აქ.
პერსონალიზებული გარემო რეპორტების სანახავად
ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი გადაწყვეტილებების სერვისების მაქსიმალური პერსონალიზაციის იდეაზე.
მიმდინარე რელიზში, გაუმჯობესდა მომხმარებლის პირად ანგარიშში რეპორტების სანახავად არეალის ზომის ხედვა.
როგორ მუშაობს?
რეპორტების ხედვის მოხერხებულობისთვის, თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ გარემოს ვიზუალური ხედვის ზომა თქვენთვის.
რეპორტინგის ჩვენებისთვის საჭირო სიმაღლისა და სიგანის დასაყენებლად, შეავსეთ შესაბამისი ველები პარამეტრების კონფიგურაციისთვის.
ცვლილებების დადასტურების შემდეგ, ახალი პარამეტრები ავტომატურად გამოიყენება რეპორტის გარემოში.
არ გსურთ პარამეტრების ხელით შეყვანა? გამოიყენეთ ავტომატური შერჩევის ფუნქცია. ამ შემთხვევაში, რეპორტის ჩვენების არე ავტომატურად მოერგება მომხმარებლის გვერდის ზომას.
პორტალი ხელმისაწვდომია Microsoft Teams-ის აპლიკაციაში
ციფრული გარემოს ერთ-ერთი მთავარი მიზანია მომხმარებლებს მიაწოდოს მაქსიმალური რაოდენობის ინფორმაცია ერთი ფანჯრიდან. წინა გამოშვებებში ჩვენ დავამატეთ პორტალის ხედვის შესაძლებლობა Microsoft Teams-ის ვებ
ვერსიით. 2.7 ვერსიაში ჩვენ გავითვალისწინეთ კლიენტების სურვილები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ Microsoft Teams აპლიკაციას.
როგორ მუშაობს?
უბრალოდ გახსენით Microsoft Teams აპი და დაამატეთ პორტალი თქვენს სამუშაო სივრცეში შემდეგნაერად: Add App – SmartPoint Intranet – Add. ძალიან მოსახერხებელია, როცა არ გჭირდებათ ანგარიშებს შორის გადართვა ან ბრაუზერის სანიშნეებში პორტალის მისამართის ძებნა: ყველაფერი, რაც გჭირდებათ, ხელთ გაქვთ.
მომხმარებლებს შეუძლიათ Microsoft Teams-ის პორტალზე წვდომა მობილურიდან, ტაბლეტიდან ან კომპიუტერიდან.
ორფორმატიანი თარიღის ამომრჩევი დავალებების, მოთხოვნების, ივენთების შესაქმნელად
ჩვენი დეველოპერული გუნდი აგრძელებს მუშაობას პორტალის მობილური ვერსიის გაუმჯობესებაზე, რათა მომხმარებლებმა მარტივად შექმნან შეხვედრა, დავალება ან მოთხოვნა მობილურიდან, ისევე როგორც კომპიუტერის ვერსიაზე.
სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ ჩავანაცვლოთ datepicker-ის ძველი ვერსია პორტალის ყველა ფორმაზე უფრო თანამედროვე და მოსახერხებელი ვერსიით, რათა გაუმჯობესებულიყო მომხმარებლის გამოცდილება დესკტოპის, ტაბლეტისა და მობილურ მოწყობილობებზე. ის ასევე საშუალებას აძლევს მომხმარებელს აირჩიოს დროის რომელი ფორმატია მოსახერხებელი: 12-საათიანი თუ 24-საათიანი.
როგორ მუშაობს?
მაგალითად, თქვენ უნდა შექმნათ სამუშაო შეხვედრა. გახსენით შეხვედრის ფორმა მობილურიდან ან კომპიუტერიდან პორტალზე, დააწკაპუნეთ კალენდრის ველზე. აირჩიეთ დროის სასურველი ფორმატი (AM ან PM). დაადასტურეთ ცვლილებები.
თვალი ადევნეთ ჩვენს განახლებებს ვებსაიტზე ან სოციალურ ქსელებში. წინა გამოშვებაში შეტანილი განახლებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.
გსურთ მეტი ინფორმაცია განახლებების შესახებ? დემოს მოთხოვნა: