საცალო მოვაჭრეების მოგების ზრდა ახალი შესაძლებლობებით ნაცნობ პროცესებში

 

ინფლაციის, სტაბილურობის ნაკლებობისა და მოსახლეობის შემოსავლების სიმცირის შედეგად შეიცვალა მომხმარებელთა ქცევა: ყოველი მეორე კლიენტი ზღუდავს კატეგორიების ჩამონათვალს და არჩევანს ხშირად უფრო იაფ ბრენდებზე აკეთებს. ფასები მთელ მსოფლიოში მკვეთრად იზრდება. კერძოდ, ევროპაში FMCG პროდუქციის ინფლაციამ რეკორდულ მაჩვენებელს 10,6%-ს მიაღწია, აღმოსავლეთ ევროპაში კი, ინფლაციის დონე Nielsen-ის მონაცემებით 23,8% შეადგენს.

ამ პირობებში კომპანიებისთვის აუცილებელი პირობა მოქნილობა და გარემოსთან სწრაფი ადაპტაციის უნარია. მათ, ვინც უკვე დანერგეს გამჭვირვალე ოპერაციული პროცესები ავტომატიზაციის საშუალებით, მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ. ინფორმირებული მენეჯმენტის გადაწყვეტილებები მიიღება უფრო სწრაფად და პირდაპირ გავლენას ახდენს მოგებაზე. მათ, ვინც ჯერ ვერ მოახერხა ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის ინტეგრირებული გადაწყვეტილებების დანერგვა, უნდა იჩქაროს, რადგან გარემო ისევ ცვალებადი და არაპროგნოზირებადია, რეაგირებისა და ადაპტაციის უნარი კი ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი.

როგორ შევამციროთ ხარჯები და გავზარდოთ მოგება

მოგების გაზრდის ყველაზე აშკარა და ეფექტური გზა ხარჯების ოპტიმიზაციაა. გარემო პირობები და მომხმარებელი მუდმივად იცვლება, მომავალი არაპროგნოზირებადი ხდება, ამიტომ რთული სათქმელია, რა იქნება ყველაზე დიდი ხარჯი.

ჩვენ მიმოვიხილავთ საცალო ბიზნესის ისეთ ძირითად სფეროებს, როგორიცაა ლოჯისტიკა, მიწოდების ჯაჭვი, საწყობის მენეჯმენტი.

შემცირებული მიწოდების ჯაჭვის ხარჯები

მიწოდების ჯაჭვში პრობლემები მეტ წილად დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე, მაგალითად, მწარმოებლისგან არასწორად შესრულებული მიწოდება, წარმოების ცვლილებები, ახალი მომხმარებლის საჭიროებები და მოთხოვნის პროგნოზირების სისტემის არარსებობა. ამ უკანასკნელს შეუძლია გაითვალისწინოს შესაძლო რისკები და სწრაფი რეაგირემა მოახდინოს ცვლილებებზე. პრობლემები შესამჩნევი ხდება, როდესაც გარე და შიდა ფაქტორები ერთდროულად იჩენს თავს: მომწოდებლების მუშაობაში ცვლილებები ან მოთხოვნის ზრდა შერწყმულია შიდა სისტემის გაუმართავობასთან (როდესაც ძნელია ზოგიერთი საქონლის ჩანაცვლება ანალოგებით ან მოთხოვნის დაკმაყოფილება საწყობებში მარაგების გამოყენებით). ეს იწვევს გაყიდვების დაკარგვას ან ჭარბ რაოდენობას და ამცირებს ხელმისაწვდომობას.

მთელი ჯაჭვი იწყება მოთხოვნის პროგნოზირებით, რაც დღევანდელ პირობებში ნამდვილ გამოწვევად იქცევა, მაგრამ მისი დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ განახლებული მონაცემების რეგულარული შეგროვებით და ML & AI ალგორითმებზე დაფუძნებული თანამედროვე სისტემების გამოყენებით. ისინი საშუალებას გაძლევთ გაითვალისწინოთ მრავალი ფაქტორი და გააკეთოთ პროგნოზი, თანამშრომლების დამატებითი დატვირთვის გარეშე.

იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ნეგატიური შედეგები, უნდა ვიმოქმედოთ და გავაუმჯობესოთ მოთხოვნის პროგნოზირების სიზუსტე. ამაში SMART Demand Forecast-ის სისტემა დაგეხმარებათ, რომელიც უზრუნველყოფს რეგულარული და სარეკლამო გაყიდვების კომპლექსურ პროგნოზს.

შემცირებული ლოჯისტიკური ხარჯები

მომწოდებლებთან თანამშრომლობისას მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რომელი საქონელი რა რაოდენობით იქნება საჭირო არა მხოლოდ ხვალ, არამედ რამდენიმე თვის განმავლობაშიც. ამის შემდეგ შეგიძლიათ სწორად განათავსოთ შეკვეთა და მიიღოთ საქონელი საჭიროების შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ დაუგეგმავი შეკვეთებისთვის მოლაპარაკების წარმოება, რაც შეიძლება ნიშნავდეს 24/7 წარმოებას ან მომწოდებლების დამატებით ანაზღაურებას გადაუდებელი ან დაჩქარებული მიწოდებისთვის. გარდა ამისა, მომხმარებელთა მოლოდინების დასაკმაყოფილებლად და მომსახურების დონის გასაუმჯობესებლად, ბიზნესს შესაძლოა დამატებითი ხარჯების გაღება დასჭირდეს.

ხარისხიან პროგნოზს შეუძლია ნახევრად ცარიელი სატვირთო მანქანების ან კონტეინერების ოპტიმიზაცია, პროდუქტის მიწოდების ლოჯისტიკური ხარჯების და საწყობის მოვლის ხარჯების შემცირება.

გამოთვალეთ როგორ შეიცვლება თქვენი ბიზნესის ფინანსური მაჩვენებლები პროგნოზირების სიზუსტის გაზრდით სპეციალური კალკულატორით. თუ გჭირდებათ კონსულტაცია, შეავსეთ ფორმა და SMART business-ის ექსპერტები ოპერატიულად დაგიკავშირდებიან.

 

 

საწყობების ხარჯების შემცირება

ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საცალო ვაჭრობის უმნიშნელოვანესი საკითხია. ბიზნესს სჭირდება ბალანსი საწყობის სამართავად და მომხმარებლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მოთხოვნის პროგნოზირებისა და საწყობის მართვის სისტემები, რომლებიც ერთად არა მხოლოდ ხარჯების ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს, არამედ თითოეული ობიექტის დროულად მომარაგებას.

 

 

SMART WMS სისტემა, რომელიც მოიცავს კომპანიის ლოჯისტიკის ყველა ბიზნეს პროცესს, უზრუნველყოფს საწყობის მუშაობის ოპტიმიზაციას.

პროგნოზირების სიზუსტე როგორც თანამშრომლების KPI და რა გავლენა აქვს მას ბიზნესის მოგებაზე

რაც უფრო ზუსტია პროგნოზი, მით მეტ მოგებას იღებს კომპანია და უფრო მცირდება საოპერაციო ხარჯები. თუ ვირჩევთ პროგნოზირების გარკვეულ მეთოდს, გვაქვს მოლოდინი რომ ის ეფექტურად იმუშავებს ხარვეზებისა და შეცდომების გარეშე.

შესაბამისად, პროგნოზის შეფასების ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი მისი სიზუსტეა. იმისათვის, რომ მთელმა კომპანიამ იხელმძღვანელოს ზუსტად ამ ინდიკატორით, ის უნდა დაინერგოს პერსონალის მოტივაციის სისტემაში, მაგალითად, როგორც KPI შესყიდვების სპეციალისტის საქმიანობაში.

 

 

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქსელის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, არამედ შემოსავლის მიღება, რაზეც უკვე კომპანიის მთელი რიგი ფაქტორები და ბიზნეს პროცესები ახდენს გავლენას. შესაბამისად, თუ პროგნოზის სიზუსტის ინდიკატორი განხორციელდება როგორც KPI, პროგნოზის მომზადებასა და მის განხორციელებაში ჩართული ჯვარედინი ფუნქციური გუნდების პასუხისმგებლობის სფეროების შესაბამისად, ყველაზე მარგინალური ან “სავაჭრო” პროდუქტის გაყიდვა აზრს დაკარგავს. ეს ხელს უწყობს იმ საქონლის გაყიდვას, რომელიც მომხმარებელს სჭირდება სწორი რაოდენობით, არა SKU-ზე მოთხოვნის პროვოცირებით და სხვა SKU-ებზე მოთხოვნის შემცირებით.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოთხოვნის პროგნოზი უნდა იყოს ცენტრალიზებული და გამჭვირვალე მთელი კომპანიისთვის. როდესაც ბიზნესი იყენებს მოთხოვნის პროგნოზირების ავტომატურ სისტემას, ასეთი KPI-ის დანერგვა საკმაოდ მარტივი და ლოგიკური პროცესია. ასეთი გადაწყვეტილებების მუშაობა ეფუძნება მანქანური სწავლების ალგორითმებისა და ხელოვნური ინტელექტის ისტორიული მონაცემების გამოყენებას.

დაიწყეთ მოთხოვნის პროგნოზირების პროცესი ახალი ხედვით!

Posted in: