წარმატების ისტორია: ასტარტა-კიევი

კორპორატიული პორტალი აგროსაწარმო კომპლექსისთვის ასტარტა-კიევი


  • აგროსაწარმო ჰოლდინგმა ასტარტამ Microsoft SharePoint-ის ტექნოლოგიურ ბაზაზე შექმნილი შიდა კორპორატიული პორტალი დანერგა

    ასტარტის შესახებ

    ასტარტის განკარგულებაში 230 ჰა-ზე მეტი მიწაა, კომპანიის სიმძლავრეები დღე-ღამეში 40 ათას ტონა შაქრის ჭარხალს გადაამუშავებს, რაც მას შაქრის N1 მწარმოებლად ხდის უკრაინაში. ძროხების სულადობა 24 ათასს ითვლის, ხოლო ბიოგაზის კომპლექსის წარმადობა დღეში 150 ათასი კუბომეტრია.

კლიენტი

ასტარტა-კიევი
ვებ-გვერდი: astartaholding.com
ქვეყანა: უკრაინა
დარგი: აგროსაწარმო ჰოლდინგი
დამკვეთის მოცულობა: მსხვილი 
(1 000 – 9 999 თანამშრომელი)

კლიენტის პროფილი

ასტარტა-კიევი – ერთ-ერთი უმსხვილესი ვერტიკალურად ინტეგრირებული აგროინდუსტრიული ჰოლდინგია უკრაინაში. საქმიანობის ძირითადი მიმართულებებიდან აღსანისნავია სოფლის მეურნეობა, შაქრის წარმოება, მეცხოველეობა, სოიოს გადამუშავება და ბიოენერგეტიკა.

პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები

Microsoft SharePoint

  • ასტარტას საწარმო სიმძლავრეები

    ასეთი მასშტაბის მომსახურებისთვის საკმაოდ დიდი შტატია საჭირო. კერძოდ, სეზონზე მუშათა რაოდენობა თითქმის 10 ათასს აღწევს. მუშახელი უკრაინის 9 რეგიონშია განაწილებული, ნაწილი – მინდორში შრომობს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ამიტომაა, რომ საერთო კორპორაციული ღირებულებების მხარდაჭერა და კორპორატიული კულტურის განვითარება არატრივიალურ ამოცანას წარმოადგენს. 

    კლიენტის მოთხოვნა

    კომპანია ასტარტაში შიდა კორპორატიული პორტალის დანერგვის აუცილებლობა შეიქმნა, რომლის მთავარი მიზანი თანამშრომელთა კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბება იქნებოდა. საკითხის გადაჭრისადმი წაყენებული მოთხოვნები გახდა:  

    • თანამშრომელთა ოპერატიული ინფორმირება, მათ შორის ისეთებისაც, ვისაც სააღრიცხვო ჩანაწერი არ გააჩნიათ.  
    • სიახლეებისადმი განცალკევებული წვდომა.  
    • კომპანიის შიდა მოვლენების მართვა HR-განყოფილების თანამშრომელთა მიერ.  
    • პერსონალის არამატერიალური მოტივაცია.  
    • პორტალის დანერგვა მოკლე ვადებში.  

     

    მოთხოვნის გადაწყვეტა 

    კომპანია SMART business-მა გადაწყვეტა Microsoft SharePoint ტექნოლოგიის ბაზაზე შეიმუშავა, რამაც კლიენტს საჭირო ადაპტირებული ფუნქციონალის მინიმალურ ვადებში დანერგვის საშუალება მისცა. თანამშრომლებმა კორპორაციულ ინფორმაციასთან სწრაფი წვდომა მიიღეს:  

    • კორპორაციული სიახლეებისა და სამიზნე ბაზრის სიახლეების ასახვა.  
    • ტოპ-მენეჯმენტის პერსონალისადმი მიმართვა.  
    • კორპორაციული და საინფორმაციო მასალებისადმი სწრაფი წვდომა.  
    • შტატის ინფორმირება ახალი თანამშრომლების შესახებ პორტალის მთავარ გვერდზე განთავსებული შეტყობინებით.  
    • შეტყობინებები კოლეგების დაბადების დღეებისა და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.  
    • კორპორტიული ვიდეო- და ფოტომასალის შენახვა.  
    • კორპორაციის გარე რესურსებზე სწრაფი და მოხერხებული გადასვლა.  

     

     

    “თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით საგრძნობლად გამარტივდა მთელი ინფორმაციის ერთ სივრცეში განთავსება, რომელთანაც ყველა თანამშრომელს თანაბარი წვდომა აქვს თანამდებობისა თუ ადგილმდებარეობის მიუხედავად. ეს მნიშვნელოვანი მოვლენების მყისიერად შეტყობინებისა და საპროცედურო დოკუმენტაციის ცენტრალიზებულად კონტროლის შესაძლებლობას იძლევა. შიდა კორპორაციული პორტალი გადაუდებელი აუცილებლობაა ისეთი საწარმოსთვის, რომელსაც თანამშრომელთა დიდი რაოდენობა ჰყავს და დისტანციურ რეჯიმში მუშაობს”.

    Author's imageნატალია ონიშუკიკომპანია SMART business-ის მმართველი პარტნიორი

    ERP-სისტემის საწარმოში ინტეგრაციამ შესაძლებელი გახადა:   

    • საკადრო ცვლილებებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის ოპერატიული ასახვა.  
    • თანამშრომელთა აქტიური საკონტაქტო ინფორმაციის გაცნობა.  
    • კოლეგების შესახებ ინფორმაციის სწრაფი და მოსახერხებელი მოძიება.  

     

    კლიენტის მხრიდან პორტალზე სწრაფი წვდომისათვის ბრაუზერზე შესვლისას გადაწყვეტის ავტომატური ჩატვირთვაა წარმოდგენილი.  

    პორტალის განვითარება 

    ასტარტა-კიევი გეგმავს შიდა კორპორაციული პორტალის შემდგომ განვითარებას და შემდეგი საკითხების რეალიზებას:   

    • საორგანიზაციო სტრუქტურის, მათ შორის ყოველი თანამშრომლის შესახებ ინფორმაციის მულტიმედიურ ასახვას. 
    • თანამშრომელთა პერსონალური სერვისების შემუშავებას პირად კაბინეტში. 
    • ლოჯისტიკურ სერვისებს. 
    • ცოდნის ბაზას. 

      

    დასკვნა 

    SMART business-ის მმართველი პარტნიორი ნატალია ონიშუკი ამბობს: «ჩვენ ვამაყობთ კორპორაცია „ასტარტა-კიევთან“ თანამშრომლობით და ვიზიარებთ მათ ღირებულებებს, რომელთაგან უპირველესი თანამშრომლებზე ზრუნვაა. ჩვენ გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მუშებმა მხოლოდ თავიანთი პროფესიული მოვალეობები კი არ შეასრულონ, არამედ კომპანიის არსებობის მიზანი და საერთო კორპორაციული კულტურა გაიზიარონ. ეს მხოლოდ განვითარებისა და პროფესიული ჩვევების გაუმჯობესების მოტივაციას კი არ ქმნის, არამედ პერსონალის გადინების შემცირების მნიშვნელოვანი ფაქტორიცაა». 

     

    SMART business-ის გადაწყვეტებსა და სერვისებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით
    call +995 599 30 54 55 ან გამოგაზვნეთ მოთხოვნა აქ.

  • გაიგეთ მეტი

    დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით

    კონტენტის გაზიარება