Agrain Trans-ის ციფრული სტრატეგიის განსაზღვრა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ავტომატიზაციისთვის
-
Agrain Trans უკრაინის სატვირთო ბაზარზე 2012 წლიდან მოღვაწეობს. აგრარული ჯგუფის ” Agrain-ის წევრობის პარალელურად, წარმოადგენს ავტონომიურ კომპანიას, რომელიც 2022 წლის მდგომარეობით 3 ძირითად მიმართულებას აერთიანებს:
- მარცვლეულისა და ზეთის თესლის ტრანსპორტირება Agrain-ის, პარტნიორებისა და მესამე მხარის მომხმარებლებისთვის.
- საწვავის ტრანსპორტირება.
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ტრანსპორტირება.
Agrain-ის ფინანსური დირექტორის ვიტალი შტემპელის თქმით, ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო კომპანიისთვის მთავარი ბარიერი ყოველთვის ლოჯისტიკაა, რის გამოც Agrain Agricultural Group მხოლოდ საკუთარ ლოჯისტიკურ კომპანიასთან, Agrain Trans-თან თანამშრომლობს.
-
კლიენტი
Agrain Trans
ვებ-გვერდი: agreintrans.com.ua
ქვეყანა:უკრაინა
სფერო: ლოჯისტიკა
შემკვეთის კატეგორია: SMB
კლიენტის პროფილი
Agrain Trans უკრაინის სატვირთო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ფლოტი შედგება 72 Scania ტრაქტორისგან, ნახევრადმისაბმელიანი ტრაილერებისგან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის. ტრანსპორტირდება თესლები, მარცვლეული და ზეთის თესლი, დიდი ტვირთი, საწვავი და საწვავი საპოხი მასალები.
პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები
Microsoft Dynamics 365 Business Central
SMART Localization
-
“Agrain Trans” კონკრეტული მიზნების საშუალებით ცდილობს მიუახლოვდეს ლოგისტიკის იდეალურ პარამეტრებს: სწრაფად და, თუ შესაძლებელია, ავტომატურად მიიღოს გადაწყვეტილებები მონაცემთა ნაკადის საფუძველზე, ასევე სწრაფად აწარმოოს დოკუმენტები ხელით შეყვანის მინიმუმამდე შემცირების პარალელურად.
ომამდეც კი, ლოჯისტიკა სოფლის მეურნეობის კომპანიებისთვის არაოპტიმალურ გადაწყვეტილებათა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რადგან სატვირთო მანქანები იტვირთებოდა პორტებში, მაგრამ ცარიელი ბრუნდებოდა უკრაინის ჩრდილოეთში (კულტურული პროდუქციის 90% ტრადიციულად ექსპორტზე გადიოდა).
რუსეთის შეჭრამ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. როგორ უზრუნველვყოთ მარცვლეულის ექსპორტი პორტებთან წვდომის გარეშე? სად შევინახოთ ჭარბი რაოდენობის ნედლეული უკრაინაში?
2019-2021 წლებში ჩვენ მიერ დანერგილმა ბიზნესის ავტომატიზაციამ, ხელი შეუწყო ახალი სატრანსპორტო მარშრუტების სწრაფად აშენებას, რამაც Agrain Trans-ს ომის რთულ დროს მოწინავე პოზიციები შეუნარჩუნა.
ვიტალი შტემპელიაგრეინის ფინანსური დირექტორი
რატომ გაჩნდა ცვლილების საჭიროება?
SMART business-თან თანამშრომლობა 2019 წელს, ანალიზის ეტაპით დაიწყო.
„აგრაინ ტრანსმა“ დაადგინა, რომ გადაადგილების 50%-ს ე.წ. „ცარიელი მოძრაობა“ შეადგენდა, რომლის დროსაც ავტომობილი ტვირთის გარეშე მოძრაობს, რაც საწვავის ხარჯებთან, ხელფასებთან და უბრალოდ დროის კარგვასთანაა დაკავშირებული. “ცარიელი ტრანსპორტირების” ღირებულება წელიწადში დაახლოებით 1 მილიონ დოლარს შეადგენს.
Agrain Trans-ს ჰქონდა ერთმანეთთან დაუკავშირებელი ინსტრუმენტების ნაკრები: რამდენიმე ERP სისტემა, Excel-ის ცხრილები რეპორტინგისთვის და Wialon სისტემა ტრაფიკის ანალიტიკისთვის. დისპეტჩერებს და ლოჯისტიკის სპეციელისტებს ცხრილების დიდ რაოდენობასთან უწევდათ მუშაობა, რაც მოითხოვდა დიდ დროს ტრანზაქციის დოკუმენტებში დასაქიფსირებლად, გარდა ამისა Excel-ის ცხრილებში ფიქსირდებოდა უამრავი შეცდომა: ფორმულები, მონაცემთა არასწორი ან დაგვიანებული შეყვანა, მონაცემთა შეყვანა არასწორი თანმიმდევრობით და აშ.
ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ ვერ დაინახა კომპანიის საქმეების რეალური მდგომარეობა.
თანამედროვე ERP სისტემა Microsoft Dynamics 365 Business Central და ყოველდღიური რეპორტინგი Power BI-ში
2020 წელს Business Central ERP სისტემაში დაინერგა მენეჯმენტის აღრიცხვა, 2021 წელს – ბუღალტრული აღრიცხვა და საგადასახადო აღრიცხვა SMART Localization გადაწყვეტილების გამოყენებით ბიზნესის წარმოებისთვის უკრაინის კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით. ყველა სისტემის ანალიტიკა ახლა წარმოდგენილია Microsoft Power BI-ში.
ამან შესაძლებელი გახადა არა მხოლოდ კომპანიის საქმეების რეალური მდგომარეობის დროულად შეფასება, ბიზნესის კონტროლის მიზნით, არამედ მომხმარებელთა ტრანსპორტირების ზუსტი აღრიცხვა.
ჩვენ ვმუშაობდით „რაც მეტი შეკვეთა, მით უკეთესი“ პრინციპით. თუმცა მომხმარებელთა ბაზისა და გასული პერიოდის მთელი ტრაფიკის გაანალიზებით, შევაფასეთ, ვის სასარგებლოდ გადაგვეწყვიტა, თუ რომელი მომხმარებელი ან მარშრუტი იქნება უფრო მომგებიანი.
მეტიც, თუ გავიგებთ, რომ კონტრაქტორის დაქირავება უფრო მომგებიანი იქნება აგრეინის მარცვლეული კულტურების ტრანსპორტირებისთვის, ჩვენ ამას გავაკეთებთ. სწორედ ეს ჭკვიანური მიდგომა აძლიერებს კონსოლიდირებულ ფინანსურ შედეგს.
2022 წლის აპრილში, Agrain Trans“-მა მუშაობა სურსათსა და ჰუმანიტარულ საქონელზე დაიწყო.
ვიტალი შტემპელიაგრეინის ფინანსური დირექტორი
Business Central და Wialon სისტემების ინტეგრაცია
Wialon-დან Business Central-ში საწვავის მოხმარების მონაცემების ავტომატურად შეტვირთვის მიზანი იყო საწვავის ხელით ჩამოწერიდან ავტომატურ ჩამოწერაზე გადასვლა.
მონაცემები, შემდგომში ექსპორტირებული ERP სისტემაში, მისაღები უნდა იყოს პროცესის ყველა მონაწილისთვის. მძღოლებმა უნდა იცოდნენ, რომ კომპანია მათთან ყველაზე გულწრფელ და გამჭვირვალე ურთიერთობებს ამყარებს. კომპანია კი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ტექნიკის მონაცემები სიმართლეს შეესაბამება.
ამჟამად, Agrain Trans-მა უკვე მიიღო SMART business-გან გადაწყვეტილების ფუნქციონალი. საომარმა მდგომარეობამ მნიშვნელოვნად შეანელა მონაცემთა შეგროვების პროცესი და საწვავის მოხმარების რეალისტური მაჩვენებლების განსაზღვრა, შესაბამისად, იტეგრაცია ინდუსტრიული მასშტაბით, ამ ეტაპზე სრულად გამოყენებული ჯერ კიდევ არ არის.
მართვის ეფექტური გადაწყვეტილებები მონაცემების საფუძველზე
ვიტალი შტემპელის თქმით, მონაცემები კომპანიის ციფრული სტრატეგიის საფუძველია. ინფორმაცია “Agrain Trans”-ის მუშაობის შესახებ გროვდება ERP-system Business Central-ში და ხვდება CFO-ს ვიზუალური ანგარიშების სახით Power BI-ში. ამრიგად, ანალიტიკა ზრდის მენეჯმენტის გადაწყვეტილებების ეფექტურობას. კომპანიის გრძელვადიანი მიზანია გადაწყვეტილების ავტომატიზირებული მიღება და შედეგად, ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომების მინიმიზაცია.
„აგრაინ ტრანსი ციფრულ სტრატეგიას რეალობად აქცევს. იქნება თუ არა გადაზიდვები მარგინალური; როგორ ავაგოთ მარშრუტი მინიმალური საწვავის გამოყენებით; რა ფინანსურ შედეგებს მოიტანს საცალო ქსელებთან თანამშრომლობა -ყველა ეს გადაწყვეტილება, არა გამოცდილებას ან ინტუიციას, არამედ კონსოლიდირებულ ანალიტიკას ეფუძნება, რომლის Business Central-ის დანერგვით ხორციელდება.
„SMART ბიზნესში, მთელი გულით გვიხარია ჩვენი მომხმარებლების წარმატება და ვამაყობთ, როდესაც მათი ბიზნეს პროცესები უფრო ორგანიზებული ხდება. ”
ნატალია ონიშჩუკიSMART ბიზნესის აღმასრულებელი დირექტორი
SMART business-ის გადაწყვეტებსა და სერვისებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით
call +995 599 30 54 55 ან გამოგაზვნეთ მოთხოვნა აქ. -
გაიგეთ მეტი